|
2016-05-26 14:02:39, 586 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ამ წერილებს, 25 წლის შემდეგ მომავალი თაობები გახსნიან და ვნახავთ, რამდენად სწორად გამოვიარეთ განვითარების გზა
„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც თავისი ნატვრები და სურვილები საქართველოს მომავლის საკუთარი ხედვა დაწერეს და ეს არის მრავალფეროვანი წერილები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „მომავლის კაფსულის ჩანერგვისას“ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 25 წლის წლის შემდეგ მომავალი თაობები კაფსულას გახსნიან და გამოჩნდება თუ რამდენად სწორად გამოიარა ხალხმა და ხელისუფლებამ განვითარების გზა. „დღეს შევინახეთ 25 წლით, ახალგაზრდების მრავალფეროვანი წერილები და 25 წლის შემდეგ ჩვენი მომავალი თაობები გახსნიან და ვნახავთ რამდენად სწორად გამოვიარეთ განვითარების გზა, რამდენად შევასრულეთ ჩვენი მომავალი თაობის ნატვრა, რამდენად ემთხვევა ჩვენს მიერ განვითარებული საქართველო იმ სურვილებს, რომლებიც ამ ბავშვებმა გამოხატეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღე, როდესაც საქართველომ 25 წელი განვლო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობააღიდგინა. „ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა მიღწევებიც და წარუმატებლობებიც, მაგრამ ჩვენ ღირსეულად გამოვიარეთ ეს პერიოდი, ღირსეულად გამოვიარეთ იმიტომ რომ ჩვენ გვყავდნენ გმირები, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავები გაწირეს, გვყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სამშობლო საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, ის ამაყია, რომ საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე ასეთი ფორმით მივიდა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)