|
2016-05-26 13:04:14, 498 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: პირველად ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ნატოს ქართული ასეული ულოცავს
„ის რაც დღეს ხდება თავისუფლების მოედანზე, მათ შორის წარმოდგენილი ამერიკული ტექნიკა არის დასტური, რომ საქართველო მარტო არ არის და ჩვენ გვყავს ერთგული მეგობრები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დღეს მოედანზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. „ქართულ ჯარში არ წყდება სამხედრო მოსამსახურის ფორმის მსურველთა რიცხვი. ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს. დღეს მოედანზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამის თანხვედრაა, აქ არის პირველი ქართული ნატოს ასეული. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ნატოს ქართული ასეული ულოცავს“,-განაცხადა ხიდაშელმა. მინისტრის თქმით, თავისუფლების მოედანზე ამერიკელი და ბრიტანელისამხედრო პარტნიორები იმყოფფებიან. „სიახლე გვაქვს ის, რომ პოლონელების ასეული სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში ამ დღის მოსალოცად , ხოლო ყველაზე მთვარი არის ჩვენი ახალწვეულები, რომლებიც ჯარში მოვიდნენ საკუთარი სურვილით“, - დასძინა თინა ხიდაშელმა.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)