|
2016-05-26 12:24:25, 474 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ყურადღება იმ 25 წელზე გავამახვილეთ, რომელიც საქართველომ ევროპელ მეგობრებთან ერთად განვლო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მათი აპარატის მიერ წარმოდგენილი კუთხე დაათვალიერა. ბაქრაძის თქმით, მათ ყურადღება გაამახვილეს 25 წელზე, რომელიც საქართველომ ევროპელ მეგობრებთან ერთად განვლო. „დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავზე, შევეცადეთ, ყურადღება იმ 25 წელზე გაგვემახვილებინა, რომელიც საქართველომ სწორედ ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროკავშირთან ერთად განვლო, - სადაც სხვადასხვა წლებში გამოხატულია დახმარებები, პროგრამები, ის შესაძლებლობები,რაც განსხვავებით 25 წლის წინანადელი პერიოდისგან,საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უკვე აქვს.ეს მიუთითებს იმ პროგრესზე, რაც ჩვენ 25 წლის განმავლობაში გვქონდა. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად იქნება განხილული,რასთან იქნება დაკავშირებული მას შემდეგ, რაც ის ამოქმედდება. აქედან გამომდინარე ყველას ვულოცავ, მთელ საქართველოს, ვინც 25 წლის განმავლობაში თითო აგური დადო ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე, რასაც დამოუკიდებლობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქართველოს მშენებლობა ჰქვია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)