|
2016-05-25 20:07:05, 619 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები გააცნეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძირითად სამართლებრივ პრობლემებს, რომელიც ამ კანონთანაა დაკავშირებული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთერთი მთავარი ინსტიტუტის - საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას ზიანი არ მიადგეს. „საქართველოს პრეზიდენტის მიდგომა უფრო ფართოა და სახელმწიფოებრივი, ვიდრე მხოლოდ ვეტოს დაძლევა - არდაძლევის, ან გასაჩივრება - არგასაჩივრების საკითხი. პრეზიდენტი ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სისტემა", - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში დახურული შეხვედრის შემდეგ ლევან ალაფიშვილმა.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)