|
2016-05-25 19:39:03, 597 ნახვა
პოლიტიკა
გიგი გიგიაძე საფრანგეთის, ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ შეხვედრები გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან პასკალ მენიესთან, ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან იოს დაუმასთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ბეტინა კადენბახთან. შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ამჟამად მიმდინარე განხილვებს. ელჩებმა პოზიტიურად შეაფასეს მ.წ. 24 მაისს ბრუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული პირველი განხილვა. აღინიშნა, რომ განხილვებში მონაწილე ყველა მხარე ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მიღწეულ პროგრესს. მუდმივი წარმომადგენლების დონეზე განხილვების დასრულების შემდეგ საკითხი გადაეცემა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს, რომლის მორიგი სხდომა დაგეგმილია მ.წ. 10 ივნისს. ელჩებმა დაადასტურეს საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში საქართველოს სრული მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ მსჯელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს საკითხზე დაგეგმილი განრიგის მიხედვის მიმდინარეობს.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)