|
2016-05-25 19:06:07, 581 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია მოისმინა
დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ვენეციის კომისიის მომხესენებლს შორის ვიდეო კონფერენცია გაიმართა. თეა წულუკიანმა და ჰერი გშთოლმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები განიხილეს. „მუხლობრივი განხილვისას ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს, როგორც პარლამენტის წინაშე მთავრობის წარმომადგენლის, არგუმენტებსა და პოზიციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმაში, როგორც წინასწარ უკვე ჩანს, ვენეციის კომისია მოიწონებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მანდატი უნდა იყოს 10 წელი და არც ერთი დღე მეტი, როგორც ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ვენეციის კომისია, როგორც ჩანს, მოიწონებს იმასაც, რომ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყვნენ ჩართული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნაში. შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩვენ პირველად გვეყოლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კვორუმის თემას რაც შეეხება, ჩვენ მათ ჩვენი არგუმენტები გავუზიარეთ და ავუხსენით, რომ ბუნებრივია, კანონი, რომელსაც 76 ხმით იღებს პარლამენტი 3 ან 4 ადამიანის შესაჩერებელი ან გასაუქმებელი არ უნდა იყოს. 2/3 ხმების უმრავლესობა არაერთ ევროპულ საკონსტიტუციო სასამართლოში მოქმედებს და ჩვენ ამ საკითხზე კვლევაც ჩავატარეთ, რასაც ვენეციის კომისიას ელექტრონულად გადავუგზავნით", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, გარდა ამისა, ვენეციის კომისია სრულად იზიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეები ელექტრონულად განაწილდება, გაუმჯობესდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და ხელმოწერის წესები და სხვ. „საუბრისას მომხსენებელმა დამიდასტურა, რომ ეკა ბესელიასა და გიორგი აბაშიშვილის მიერ, 2016 წლის 20 მაისს გადაგზავნილი კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა 27 მაისს გამოქვეყნდება, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 დღიან ვადაში მოითხოვა დასკვნის შედგენა. თუმცა, როგორც ვენეციის კომისიასთან დღეს შეთანხმდა, საქართველოს მთავრობა 27 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის არსებითად განხილვაში ან/და გადასინჯვაში მის საბოლოოდ დამტკიცებამდე, 10-11 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომისას კვლავ ჩაერთვება, თუკი ჩათვლის, რომ გამოქვეყნებული პირველადი დასკვნა შინაარსობრივ ცდომილებებს შეიცავს“, - განაცხადა მინისტრმა.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)