|
2016-05-25 18:05:06, 560 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა
ათენში საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა, ბერძნულ მხარეს კი, მმართველი პარტია „სირიზას“ წარმომადგენელი გეორგიოს აკრიოტისი თავმჯდომარეობდა. საბერძნეთის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გეორგიოს ვარემენოსი. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და საბერძნეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა საბერძნეთის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, აქცენტით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დამყარებაზე. ორივე მხრიდან აღინიშნა, რომ ამჟამად, საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობები უაღრესად პოზიტიურად, დინამიურად და პროდუქტიულად ვითარდება.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)