|
2016-05-25 12:58:27, 604 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ინარა მურნიეცესთან გამართა შეხვედრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხურჩაში მომხდარ შემაძრწუნებელ ინციდენტს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. საუბარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხსა და ნატო-ს ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც შეეხო. აღნიშნულთან დაკავშირებით ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა მოახლოებული არჩევნებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებაც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით სტუმრობისათვის. თავის მხრივ სეიმის სპიკერმა, მიულოცა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)