09:24 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 22:50:27, 618 ნახვა

საზოგადოება
მელია კორცხელის ინციდენტზე: ვინც ხვდებოდათ, ქალი, ბავშვი, ჟურნალისტი, ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ

"ვინც ხვდებოდათ, ქალი, ბავშვი, ჟურნალისტი, ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ "კორცხელის" ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ეს ადამიანები იყვნენ დაგეშილები და სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას".

“საღამოს ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, დაახლოებით 9-10 მანქანა არის ჩამოსული თბილისიდან და ძირითადად ესენი არიან სპორტსმენებიო. მეც დავინახე ეს მანქანები ქალაქის ცენტრში. ამის შემდგე უშუალოდ საარჩევნო უბანთან გადავაადგილდებოდი. აქ რეალურად საგანგაშო იცით, რა იყო? მე, გიგა ბოკერიას, ჩვენს მეგობრებს გაგვისწორდნენ, გასაგებია, მაგრამ გზად ვინც ხვდებოდათ, ქალი, ბავშვი, ჟურნალისტი, ყველას უსწორდებოდნენ. ყველაფერი ნათელია, რად უნდა ამას 2 და 3 დღე. ეს ადამიანები იყვნენ დაგეშილები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა "არჩევანში".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics