|
2016-05-24 19:18:11, 572 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა „ამნესტი ინტერნეიშენალის" გენერალურ მდივანთან უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელა
საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის" გენერალურ მდივანს სალილ შეტისს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. „ამ კუთხით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ხურჩის ინციდენტის შესახებ, როდესაც რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა და უფრო მეტად გააძლიერა ადამიანთა უფლებების დაუცველობის განცდა აღნიშნულ ტერიტორიებზე. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საჭიროა, უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანის უფლებები", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)