|
2016-05-24 16:37:33, 784 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: ჩვენ უფრო მეტი წვრთნებისთვის ვემზადებით
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ოფიცილურად დადასტურდა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები აბსოლუტურ მზადყოფნაშია და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ განუცხადა, სადაც „საქართველოს თავდაცვისა და უსაფთხოების რიგით მე-10 კონფერენცია“ მიმდინარეობს. ხიდაშელი ჟურნალისტებს მომავალ გეგმებზეც ესაუბრა. მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობით უფრო მეტი წვრთნებისთვის ემზადება. „ქართული შეიარაღებული ძალები აბსლოუტურ მზადყოფნაშია და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის რეჟიმში მუშაობს. ეს აღარაა ცარიელი სიტყვები და ოფიციალურად დადასტურებული გუშინდელი დღიდან. მომავალი წლის გეგმებს რაც შეეხება, გენერალმა ჰოჯესმა თავისი გამოსვლა დაამთავრა იმით, რომ უკვე ველოდებით 2017 წლის „ღირსეულ პარტნიორს“, ამიტომ ჩვენ ვემზადებით უფრო მეტი წვრთნებისთვის ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისთვის. მაგრამ, 2017 წელში სანამ გადავალთ, 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი ბევრი წვრთნა, „ღირსეული პარტნიორის“ სიდიდის არა, მაგრამ ძალიან ფართომასშტაბიანი, მრავალი პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები იქნება. ასევე, დაგეგმილია მცირემასშტაბიანი წვრთნები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)