|
2016-05-24 15:25:26, 550 ნახვა
პოლიტიკა
ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისია შედგება
„პირველად ისტორიაში ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისია შედგება“,-ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააჟღერა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რაც ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ნატო-ს პოლიტიკურ მხარდაჭერას. „ვარშავის სამიტისგან ჩვენ ველოდებით ძალიან სერიოზულ პრაგმატულ შედეგებს, მათ შორის ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება თავდაცვა გავაძლიეროთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან. ბატონმა აპატურაიმ გააჟღერა და მინდა გამოვეხმაურო, პირველად ისტორიაში ვარსავის სამიტზე შედგება ნატო-საქართველოს კომისია, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ხაზს უსვამს ნატოს პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ეს არის სერიოზული გზავნილი ნატოსგან“,-განაცხადა სესიაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)