|
2016-05-24 12:59:37, 515 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ ნატო-ში წევრობისთვის
ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ ნატო-ში წევრობისთვის, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბაქრაძეს თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს, თუმცა ძირითადი თემა ვარშავის სამიტისთვის მზადება იყო. "შეხვედრის ძირითადი თემა, ვარშავის სამიტისთვის მზადება იყო. საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული კუთხით, ვარშავის სამიტზე იყოს აღიარებული. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. აქედან გამომდინარე სწორედ ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები უნდა გავაძლიეროთ ვარშავის სამიტზე, იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა განმტკიცდეს და თავსებადობა ნატოს ძალებთან უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს", - განაცხადა ბაქრაძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)