|
2016-05-23 16:54:18, 813 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გოგონათა პირველი ნაკადის მიღებისთვის ემზადება
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, მთავარი სერჟანტი იაკობ მარუაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი ბექა კობახიძე 2016 წლის 16-20 მაისს რუმინეთში, ქალაქ ბრეაზას დიმიტრი კანტემირის სახელობისა და ქალაქ ალბა იულიას მიჰაი მამაცის სახელობის სამხედრო ლიცეუმებში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ლიცეუმს ევროკავშირის მიერ მინიჭებული „ევროპული სკოლის“ სტატუსი აქვს. ქართულმა მხარემ რუმინული სამხედრო ლიცეუმების მაგალითზე საუკეთესო ევროპული გამოცდილება შეისწავლა. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სასწავლო პროცესსა და საცხოვრებელ გარემოზე დაკვირვება, მატერიალურ-ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზების შესწავლა წარმოადგენდა. რუმინული სამხედრო ლიცეუმები თავიანთ რიგებში გოგონებს 2001 წლიდან იღებენ. 2016 წლის სექტემბერში საქართველოში კადეტი გოგონების პირველი ნაკადის მიღება ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ რუმინულ გამოცდილებას დაეფუძნება. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 2017 წელს რუმინული მხარე საპასუხო ვიზიტით გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვევა.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)