|
2016-05-23 16:48:48, 534 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმს საქართველოს ანექსიამდე მივყავართ
"სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ინციდენტის, როდესაც ოკუპანტებმა საქართველოს უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპაციის ხაზთან მოკლეს. დღესდღეობით, ჩვენ ვაწყდებით მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მავთულხლართებისა და ღობეების მუდმივ მონტაჟს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრა. „ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. მათ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და ოჯახებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან. ამავე დროს, ის ქართველები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ყოველდღიურად აწყდებიან ჰუმანიტარულ პრობლემებს. ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები",- განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებებს „ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ" ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია და დაამძიმა ჰუმანიტარული მდგომარეობა. „სულ ახლახანს, ჩვენ მოწმენი გავხდით ახალი მცდელობისა ჩაატარონ ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი. ყოველივე ზემოაღნიშნულს მივყავართ ოკუპაციიდან ანექსიამდე. ეს სიტუაცია მოითხოვს საერთაშორისო ჩართულობის გადაუდებელ საჭიროებას, რომ შემცირდეს რუსეთის დაძაბულობა და მოხდეს რუსეთის იძულება შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ექვს პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მსოფლიო გამოწვევების დაძლევის საკითხებში შეიტანოს საკუთარი წვლილი. საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო გეგმავს საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე მოიწვიოს გარკვეული რაოდენობის სტუდენტები ადგილგადანაცვლებული საზოგადოებიდან. „ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს ინიციატივა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, კონფლიქტებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ტვირთით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება და აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას სამართლიანობის უზრუნველყოფის და დაუსჯელობის აღკვეთის საქმეში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)