20:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 15:10:02, 544 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი ინფორმაციით, სირიაში ტერაქტების სერიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქებში ჯაბლასა და ტარტუსში განხორციელებულ აფეთქებებს ბოლო მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ხუთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ასევე ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თავდასხმის სამიზნე ავტობუსის ხალხმარავალი გაჩერებები, ასევე საავადმყოფოები გახდა.

ცნობისთვის, ჯაბლა და ტარტუსი სირიის ლატაკიას პროვინციაში, სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად რაიონებში მდებარეობს. აღსანიშნვია, რომ ამ ქალაქებში მსგავსი მასშტაბის თავდასხმები იშვიათად ხდება.

ტარტუსში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზაა განთავსებული. ჯაბლადან რამდენიმე კილომეტრში მდებარე აეროდომზე კი გასულ წელს რუსეთმა ხმეიმის ბაზა მოაწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics