|
2016-05-23 14:55:26, 617 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მსგავსი ინციდენტი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ზიანს აყენებს
ნებისმიერი სახის ინციდენტები, რომელიც მოხდა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისივე თქმით, პასუხი აუცილებლად გაეცემა და დაისჯება ყველა ვინც დამნაშავე იყო. "დღეს არ არის პოლიტიკური გარემო, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანდება მმართველი გუნდის წინააღმდეგ. დღეს არის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ყველა პასუხისმგებლიანი პარტია თავს აარიდებს პროვოკაციებს ჩვენ ჩავატარებთ სანიმუშო ევროპულ არჩევნებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. კითხვაზე შეუშლის თუ არა ხელს მსგავსი ინციდენტი ვიზალიბერალიზაციის მიღებას, მინისტრმა განმარტა, რომ არჩევნები ვიზალიბერალიზაციის პროცესის ნაწილი არ არის. "ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, არჩევნები არ არის ვიზალიბერალიზაციის პროცესის ნაწილი. ჩვენთვის, არანაკლებ მნიშვენლოვანია, ზოგადად ევროპული მხარის ინტერესი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაღალი დონის არჩევნები ჩავატაროთ. ეს არჩევნები უნდა გამოვიყენოთ, როგორც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ინციდენტი, სწორედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აყენებს ზიანს. ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში სწრაფი რეაქციით, სამართლებრივ პასუხს გავცემთ იმ ინციდენტს რასაც ჰქონდა ადგილი. ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტიის კონსოლიდირება უნდა მოვახდინოთ, ვისთვისაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)