20:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 14:11:37, 614 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრიბუნა, რათა პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რეალობა გააჟღეროს

სტამბოლში დღეს ოფიციალურად გაიხსნა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი, რომელსაც  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება.

გიორგი მარგველაშვილმა უკვე მიმართა სამიტის ლიდერთა სეგმენტის მონაწილეებს. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ასევე, პლენარულ სესიაზე და მრგვალ მაგიდაზე.

მსოფლიოს პირველი ჰუმანიტარული სამიტის ინიციატორები არიან  გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

სამიტი მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეძღვნება და განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებას დაეთმობა. 

"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრიბუნა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღეროს ის სამწუხარო რეალობა, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიოტორიებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და კვლავაც ექნება საშუალება, რომ ამ თემაზე გაამახვილოს მსოფლიო ლიდერთა ყურადღება.

ყურადღების ძალიან დიდი კონცენტრაცია არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მიმართ, იმ ჰუმანიტარული პრობლემების მიმართ, რაც აქვს ჩვენს თანამემამულეებს და ასევე ამ სამიტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics