|
2016-05-23 13:56:11, 585 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ
„ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზსუტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს. ბერძენიშვილის თქმით, ძალადობის ყველანაირი გამართლება არის დაუშვებელი. „ყველანაირი გამართლება ძალადობისა არის დაუშველებლი. ის, რომ გუშინ კალაძე არასწორად ლაპარაკობდა და კობახიძე, რომ წარმოუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა, ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მარტო ისინი არ არიან, ალბათ ემოციურად იყვნენ გუშინ. პარტია გააკეთებს ალბათ სათანადო განცხადებას. ის იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა ეცემათ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)