|
2016-05-23 01:10:16, 558 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთის საოლქო კომისიას საბოლოო მონაცემები არ დაუთვლია და ცეესკოში არ გადაუგზავნია
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისა ამ დროისთვის საარჩევნო უბნებიდან მოსულ ხმებს ითვლის. საარჩევნო კომისიას არავითარი მონაცემები ჯერ არ აქვს გამარჯვებულის განსასაზღვრად - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ოზურგეთის ოლქის თავმჯდომარემ ზვიად ტენიეშვილმა უთხრა. მან არ გააკეთა კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებაზე, რის მიხედვითაც, საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ყველა საარჩევნო ოლქიდან მონაცემები ღამის 03:00 საათზე მივა. წინასწარი ინფორმაციით, ოზურგეთის მე-16 59 უბანიზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. გამარჯვების აღსანიშნავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ. საარჩევნო უბნის მონაცემები ასე გადანაწილდა: მე-16 უბანი: 291 ნაციონალური მოძრაობა / 188 ქართული ოცნება მე- 59 უბანი: ნაციონალური მოძრაობა 420 / ქართული ოცნება 290 ერთ-ერთი მედია საიტის განცხადებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ქ. ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 67% მიიღო და დიდი უპირატესობით მოუგო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთობლივ კანდიდატს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)