|
2016-05-22 15:03:51, 576 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია კოჯორი-სამადლოს გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6.4-კილომეტრიან მონაკვეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, საგზაო სამუშაოები გზის დაზიანებულ მონაკვეთში ფუნდამენტურად ხორციელდება. „ეს არის კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა. ასევე, სტიქიის შემდეგ ეს გზა წარმოადგენდა მოძრაობის თვალსაზრისით ერთადერთ ალტერნატივას დედაქალაქიდან შემოერთებული ტერიტორიების მიმართულებით, ამიტომაც სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები ორ ნაწილად დავყავით. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გზის სამკილომეტრიან მონაკვეთში დასრულებულია, მეორე სამკილომეტრიან მონაკვეთზე კი გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. გაკეთდა ბეტონის სახიდე გადასასვლელები, კედლები გამაგრდა, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდა გზის ცალკეული მონაკვეთები, სადაც მოეწყობა ასფალტის საფარი - განაცხადა ნარმანიამ. კოჯორი-სამადლოს გზის კაპიტალური რეაბილიტაციის საჭიროება 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიით გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა. სტიქიური მოვლენების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა წყნეთი-ბეთანიის გზა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ავტოტრანსპორტის ნაკადი თბილისი-კოჯრის მიმართულებაზე. ამასთან, დაზიანდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და დაზიანებული გზის გადაუდებელი კაპიტალური შეკეთება გახდა აუცილებელი. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპით გათვალისწინებული საინჟინრო ნაგებობების აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)