|
2016-05-22 12:19:53, 593 ნახვა
საზოგადოება
პრობაციონერთა შორის აღმოსავლეთ საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი თბილისის გუნდი გახდა
პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, შეჯიბრებაში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს პრობაციის რეგიონულ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მჯავრდებულები მონაწილეობდნენ. უწყების ინფორმაციით, ტურნირზე არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ნაკრები ცალკე გუნდით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრებაში მეორე და მესამე ადგილებზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს, კახეთისა და შიდა ქართლის გუნდები გავიდნენ. ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და მედლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა გადასცეს. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. „ფეხბურთის ჩემპიონატი პირობით მსჯავრდებულებისა და პრობაციის ოფიცრების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება. სპორტული აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში რამდენიმე ეტაპად ტარდება. ივნისში ანალოგიური ტურნირი დასავლეთ საქართველოში გაიმართება, სექტემბერში კი თბილისში ფინალური ასპარეზობა მოეწყობა. ტურნირის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ადმინისტრაცია, რომელმაც ასპარეზობაში გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზები დააწესა. 2015 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინიფეხბურთში სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)