|
2016-05-21 22:36:47, 677 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ
"ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ" - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, ხურჩაში გიგა ოთხოზურიას მკვლელობის ფაქტს. „სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც აქამდე ხორციელდებოდა. თუმცა, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მოვითხოვთ, რაც შეილება მკაცრად დაისაჯოს ის ადამიანი. არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია, არანაირი ჩართულობა ჩვენს კონფლიქტებში, რომ ეს თემა არ გახდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განხილვის თემა. რუსეთისგან რას უნდა მოველოდეთ, რუსეთი რას დასჯის. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ, რომ იყოს ამაზე ძალიან სერიოზულად გამახვილებული ყურადღება. ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა და ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)