|
2016-05-21 18:24:34, 715 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
ხვალ, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს. შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც მან განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. “თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის, ორენოვანი ბიულეტენები (5 750) აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ყველა ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის ხვალ დილის 08:00 სთ-დან გაიხსნება, ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge. ანა მიქელაძის განცხადებით, 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 - თავისუფალი საქართველო; №5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 - სახალხო ხელისუფლება; №41 - ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე ღებულობენ მონაწილეობას ორი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში. 22 მაისს, არჩევნების დღეს დააკვირდება 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი; შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი გააშუქებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება. 22 მაისს აკრძალულია წინაასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. „შეგახსენებთ, რომ ხვალ დილის 07:00 სთ-იდან ღამის 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)