|
2016-05-21 17:57:43, 1823 ნახვა
Lifestyle
ვაჟა ბერიძე: როდის გაისვრის თოფი, რომელიც კედელზე ჰკიდია
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სათაურით, – „როდის გაისვრის თოფი, რომელიც კედელზე ჰკიდია“. „საარჩევნო ბლოკი ,,თავისუფალი დემოკრატები“, ,,რესპუბლიკელები“, ბურჭულაძე, ,,ნაციონალები“ ფაქტობრივად სახეზეა და სცენარი ისევ ივანიშვილისაა - ,,შუა უნდა გაიკრიფოს“. ოღონდ ამჯერად შუანი სერიოზულ ძალად მოგვევლინებიან, თუ ამ ბლოკს დააფიქსირებენ და დაძლევენ პიროვნულ შეუთავსებლობას ცალკეულ ლიდერებს შორის. ,,კაბელების საქმემ“ სერიოზული ბიძგი მისცა პროცესებს, რასაც, ვფიქრობ, ივანიშვილი არ ელოდა. და ეს აბსურდული პოლიტიკური სივრცისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ძალიან კარგია. იქნებ მმართველ ძალას - ივანიშვილს და მის გუნდს - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ღირსეული (ძლიერების თვალსაზრისით) კონკურენტი გამოუჩნდეს. ,,ლეიბორისტები“ ალბათ არც ერთ ძალასთან არ ითანამშრომლებენ - შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ამბიცია ამას გამორიცხავს. და თუ ,,პატრიოტთა ალიანსი“ შეძლებს ბურჯანაძესთან და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან გაერთიანებას, არენაზე მეოთხე სერიოზული აქტორი გამოჩნდება, რაც არჩევნებს კონკურენციის თვალსაზრისით სრულფასოვანს გახდის. თუმცა სხვა სუბიექტებიც ანგარიშგასაწევნი არიან. ამ შემთხვევაში ,,მარიონეტების თეატრი“ - რაც დღეს საქართველოა , ჯანსაღი კონკურენციის არენად იქცევა, მიუხედავად ამერიკელების და რუსების ძველისძველი და მუდმივი მცდელობისა - მხოლოდ თავიანთი ფავორიტები დამონირებდნენ ამ სივრცეში. თუ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეალური სუვერენიტეტის პირობებში ცხოვრება, სახელისუფლო შტოებიც თვითკმარი პოლიტიკური სივრცის პირობებში უნდა ჩამოვაყალიბოთ და არა მოწოდებული შპარგალკებით, ამასთან უეჭველად ქვეყნის და მისი მოსახლეობის ევროატლანტიკური არჩევანის გათვალისწინებით. რას აპირებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც მეგობარმა, დათო კოღუაშვილმა სერიოზული სიურპრიზი მოუმზადა განცხადებების კასკადით, რომელშიც ნაციონალების ლიდერებს ღიად დაუჭირა მხარი. გახდება ის რეალური პოლიტიკური ლიდერი ,,ოცნების“ თუ მოვლენათა განვითარებას მშვიდად დააკვირდება და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება? მაგრამ მთავარია როდის გაისვრის თოფი, კედელზე რომ ჰკიდია ჩეხოვის პიესასავით. მან ფაქტობრივად ერთხელ უკვე გაისროლა - ოჯახების მსოფლიო კონგრესზე დაიქუხა, ოღონდ უმისამართოდ. ვის დაუდგება მეთოფე რაინდი გვერდით - ეს დაამთავრებდა არჩევნებს გარკვეული შედეგით, რაინდი მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით დგას, გაითვალისწინეთ. თუ მას გააჩერებენ? ვინ? ესეც მნიშვნელოვანია. თუ მაინც გაისვრის – ამჯერად საბოლოოდ და მთავარ აქცენტს დასვამს ამ ჩვენებურ პოლიტიკურ მიეთ–მოეთში?“, – წერს ვაჟა ბერიძე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)