|
2016-05-21 17:17:46, 1029 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროში ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებულ სარემონტო ქარხანაში იმყოფებოდნენ, სადაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, 2016 წელს 12 ვაგონი გარემონტდება, აქედან ოთხი ძველი ვაგონი უკვე კაპიტალურად შეკეთებულია, ხოლო გასული წლების განმავლობაში მოდერნიზებული 8 ვაგონი გათვალისწინებული ვადის ბოლომდე გარემონტდება. თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც ქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ამ ეტაპზე ერთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ოთხი ვაგონით არის განსაზღვრული, უკვე შევა ექსპლუატაციაში, ასევე, განახლდება დამატებით 8 ვაგონი. არსებული რესურსების ფარგლებში სულ 12 ვაგონის მოდერნიზაცია განხორციელდება. აღნიშნულ ქარხანაში დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით მოდერნიზაციას პროექტს, რათა ის ვაგონები, რომლებსაც 1 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, აუცილებელი წესით განახლდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც უფრო ენერგოეფექტურია და კეთილსაიმედო, ამიტომ ეს განახლებული ვაგონები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული იქნება, ვიდრე ადრე განახლებული ვაგონები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, ვაგონების მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს - მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. განახლებულ ვაგონებში უკვე დამონტაჟდა ბაქანის საკონტროლო და შიდა დაკვირვების კამერები, ასევე, თითოეული მათგანი აღიჭურვა მონიტორებით. პროექტის მიზანი თბილისის მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)