|
2016-05-21 16:21:47, 694 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის №24-სა და №36 -ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი 1 720 კვადრატულ მეტრზე დაიგო. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე ხნის წინ მოეწყო საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ გეგმებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ამ კერძო დასახლებაში წლების მანძილზე არ არსებოდა საკანალიზაციო სისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკანალიზაციო სისტემის გაკეთება, რაც უზრუნველყო გამგეობამ; მოწესრიგდა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა. ახლა მოსახლეობას საშუალება აქვს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. „მიმდინარე წლის მონაცემებით, ვაკეში, შიდა ქუჩებსა და ეზოებში შესრულებული და მიმდინარე ასფალტის სარემონტო სამუშაოები მოიცავს 21 მისამართს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კი ამ დროისთვის შესრულებულია 140, ხოლო მიმდინარეობს 30-მდე ორმოულის ამოვსება“, - აცხადებენ მერიაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)