|
2016-05-21 13:43:19, 539 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
საქართველომ და სვაზილენდის სამეფომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით. სვაზილენდის სამეფოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა ზველეტუ მნისიმ. საქართველოს მხრიდან კი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)