|
2016-05-19 19:32:28, 535 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის საზღვაო ქვეითების ომის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის საზღვაო ქვეითების ომის კოლეჯის მსმენელთა დელეგაციას შეხვდა. დავით ჯალაღანიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული აქტივობების შესახებ. აშშ-ის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებს, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს პოზიციას რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრისას დავით ჯალაღანიამ ასევე მიმოიხილა საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის პერსპექტივები, მათ შორის, ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ჭრილში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო კოლეჯის დელეგაციები პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობისა და საქართველოს განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)