|
2016-05-19 17:39:34, 845 ნახვა
ეკონომიკა
ბრიუსელში ბიზნეს კონფერენცია 'Belgium-Georgia Partnerships: A promising Match" გაიმართა
ბელგიაში საქართველოს საელჩოს, ვალონიის, ფლანდრიის და ბრიუსელის რეგიონის ექსპორტისა და საინვესტიციო სააგენტოების ორგანიზებით, ბიზნეს კონფერენცია ''Belgium-Georgia Partnerships: A promising Match" გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც ვალონიის ექსპორტის და ინვესტიციების სააგენტოს AWEX ოფისში გაიმართა, ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ საქართველოს საერთო და სექტორული ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ პარტნიორობის სექციის ხელმძღვანელმა, დირკ შუბელმა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს ხელმოწერის შემდეგ ქართული ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის გაჩენილი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. ქართული ბიზნესის მიმართ ბელგიური კომპანიების ინტერესის შესახებ ისაუბრეს ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, ერიკ ბლეტარმა და ფლანდრიის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, რაფ პაუველსმა. კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბელგიელი ბიზნესმენები. ბელგიური კომპანიების: Tractabel-ის და T.D. Williamson-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოში ბიზნესის კეთების საკუთარი გამოცდილება. კონფერენციაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ბიზნეს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საბანკო, სატრანსპორტო, სამშენებლო, ენერგო და საკვები სექტორების წარმომადგენლები.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)