|
2016-05-19 16:29:05, 608 ნახვა
საზოგადოება
ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება
გონიოში, ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. "ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, განაღმვითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და იქვე მდებარე ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ. აჭარის მთავრობა მიმართავს გონიოს მოსახლეობას ხელი შეუწყონ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ეტაპობრივად დაახლოებით სამი თვის მანძილზე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობა ქვეყნისათვის და უშუალოდ ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს",-ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განაღმვითი სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, ამისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 470 000 ლარი აქვს გამოყოფილი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)