|
2016-05-19 10:48:58, 801 ნახვა
სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტმა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის (ENFSI) ყოველწლიურ კონფერენციაში, როგორც ახალმა სრულუფლებიანმა წევრმა, პირველად მიიღო მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, კონფერენციას ENFSI-ის თავმჯდომარე ჟან დე კინდერი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი კავშირის სხვა სრულუფლებიან წევრებს წარუდგინა. ღონისძიებაზე დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ სუჯაშვილს ENFSI-ის დროშა და სრულუფლებიანი წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. კონფერენციის ფარგლებში, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ENFSI-ის მმართველი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, სამომავლო ღონისძიებებისა და ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების კენჭისყრის პროცესებში მიიღო მონაწილეობა. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2016 წლის 5 იანვარს გახდა. ENFSI ევროპაში ყველაზე ავტორიტეტულ საექსპერტო გაერთიანებაა. ორგანიზაციის წევრობა წარმოადგენს გარანტს, რომ საექსპერტო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ENFSI-ის ეგიდით, რეგულარულად ტარდება ერთობლივი სწავლებები, სემინარები და კონფერენციები. კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ქართველი ექსპერტები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საექსპერტო მეთოდის დახვეწა-განახლებაში, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება უახლესი ინფორმაცია მონაცემთა ბაზებზე, საექსპერტო-სამეცნიერო პროგრესისა და ტენდენციების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)