|
2016-05-18 19:41:40, 808 ნახვა
სამხედრო
შსს-ს წარმომადგენლებმა სპეციალური სამთო-ალპინისტური მოსამზადებელი წვრთნები გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის საბრძოლო მომზადებისა და დაგეგმარების სამმართველოს ინსტრუქტორებმა 5 დღიანი სამთო-ალპინისტური მოსამზადებელი წვრთნები თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეებს ჩაუტარეს. სწავლების პერიოდში მათ სამთო აღჭურვილობის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდიკა შეისწავლეს. წვრთნები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ჭაუხის მთის მასივში ჩატარდა, სადაც თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეებმა, ინსტრუქტორებთან ერთად, თხილამურებით, მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში, ზღვის დონიდან 2000 მეტრიდან, 13 კილომეტრი მარშით გაიარეს და 2900 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ. წარმატებით განხორციელებული მოსამზადებელი წვრთნების მეორე ეტაპი თბილისში, ბოტანიკური ბაღის სკალადრომზე გაგრძელდა. თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეებმა კლდეზე ცოცვის, აჭურვილობის გამოყენებით სიმაღლეზე თოკით ასვლის, კლდიდან დაშვების, სწრაფი დაშვების უნარ-ჩვევები აიმაღლეს და ასევე, სიმაღლიდან დაშვება 50 მეტრი სიმაღლის ხიდიდან განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)