|
2015-02-25 10:37:49, 594 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს
ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. დავით ნარმანიას განმარტებით, ცენტრი 2015 წლის მარტის პირველ ნახევარში აშენდება და მას შემდეგ, რა ცენტრი ოფიციალურად შეიქმნება, ალექსანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის თანამდებობას დატოვებს. მერიაში განმარტავენ, რომ მარგიშვილის გადადგომის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია დღევანდელ განცხადებას არ უკავშირდება. ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მეწარმეობის განვითარების ცენტრის შექმნაზე 3 კვირაზე მეტია მუშაობს, რადგან მიაჩნიათ, რომ მეწარმეებს დედაქალაქის მერიისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. "მერიაში შეიქმნა თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომლის მიზანი იქნება მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა. შესაბამისად, ის სასითხები, რომლებიც მეწარმეებს აწუხებს, თბილისის მერიაში უნდა განხორციელდეს. იმუშავებს ცენტრი იმაზე, რომ ხელი შუეწყოს, ან მოემსახუროს ინვესტორებს, წაახალისოს მათი საქმიანობა და დაეხმაროს მათ კაპიტალ დაბანდებებში და სამეწარმეო უნარ ჩვევების განვითარებაში. 2015 წლის მარტის პირველ ნახევარში აშენდება ცენტრი, რომელსაც მერის დავალებით ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.მას შემდეგ, რაც ცენტრი ოფიციალურად შეიქმნება, ალექსანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის მოვალეობას აღარ შეასრულებს. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ამ განცხადებას არ უკავშირდება. ამაზე თბილისის მერია 3 კვირაზე მეტია მუშაობს. მეწარმეებს თბილისის მერიისგან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)