19:56 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 10:05:31, 1190 ნახვა

მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის აუციებლობაზე შეთანხმდნენ

ვენაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

მედიის იფნორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ეს პრეზიდენტების პირველი შეხვედრა იყო. მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის შუამავლობით შედგა.

შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ერო ესწრებონენ. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მხარეები შეთანხმდბენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 1994 და 1995 წლების შეთანხმების პირობების მიხედვით დაიცავენ. 

ამას გარდა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეუთო მთიანი ყარაბაღის ინციდენტების გამოძიების გეგმას შეიმუშავებს

სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი მორიგ მოლაპარაკებებს ივნისში გამართავენ, თუმცა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. რამდენიმედღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 5 აპრილს მიაღწიეს, თუმცა სომხეთიც და აზერბაიჯანიც კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო რეჟიმის დარღვევის შესახებ აცხადებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics