|
2016-05-17 10:06:36, 692 ნახვა
საზოგადოება
დღეს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 17 მაისი იმ საერთაშორისო ღონისძიებებს აერთიანებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია. ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს. მაგალითად, კუბაში, ბოლო 3 წლის მანძილზე, ქუჩის უზარმაზარ პარადს მოქმედი პრეზიდენტის, რაულ კასტროს ქალიშვილი მარიელა კასტრო უძღვება. 2013 წელს, ჩილეში, დღის აღსანიშნავად, სანტიაგოს ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა. საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება. 2012-2013 წლებში რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლების რეალიზება მოქალაქეებმა ვერ შეძლეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)