|
2016-05-16 21:48:29, 866 ნახვა
სამხედრო
საფრანგეთის ელჩმა ქართველ სამხედროებს დიპლომები გადასცა
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს. 15 სამხედრო მოსამსახურეს სხვადასხვა ქვედანაყოფიდან, მათ შორის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს DELF (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ გადასცა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამხედროებს წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ ფრანგ დიპლომატს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საფრანგეთის მხრიდან სამხედრო განათლების სფეროში გაწეულ მხარდაჭერაზე გაამახვილა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი დაესწრნენ. ქართველმა ჯარისკაცებმა ფრანგული ენის ინტენსიური კურსი გასულ წელს გაიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)