|
2016-05-16 18:24:02, 606 ნახვა
პოლიტიკა
იმერლიშვილი: კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს
პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე ხელმოწერის ან ვეტოს საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, ქვეყნის პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ყოველთვის იცავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და კონსტიტუციით, მათი გამართულად მუშაობის გარანტია. ”კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს იმ კონტექსტში, რომ იგი არ იყო შეთანხმებული და გაგზავნილი არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არ იყო გათვალისწინებული მათი მოსაზრებები, ასევე არც ვენეციის კომისიაში, რასაც ჩვენ ევროსაბჭოს წევრობა გვავალდებულებს. მე თავად ვიყავი ჩართული საკომიტეტო განხილვებში - კითხვები დავსვი, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა. პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც კანონის საბოლოო ვერსიას ნახავს და არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთხელ გამართავს კონსულტაციებს”, - აღნიშნა იმერლიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონის კონსტიტუციურობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები დგას. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს ურჩევს, ვეტოს უფლება გამოიყენოს, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კანონს ხელი უნდა მოაწეროს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)