13:28 - 21 May, 2026
|
2016-05-16 17:18:41, 815 ნახვა
სამხედრო
ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. თავდაცვის ატაშე ბრიტანელი ჯარისკაცების საჩვენებელ წვრთნას - „ათეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“ დაესწრო. ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ში ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)