|
2016-05-16 15:00:17, 928 ნახვა
სამართალი
ლევან ავალიშვილი: პარლამენტის გადაწყვეტილება ცალსახად ნეგატიურია
პარლამენტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია, - ამის შესახებ ინფორრმაციის თავისუფლებისა და განვითარებისინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მესამე მოსმენით მიღებული კანონი მკაცრად შეაფასეს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციები საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. „არ ვიცით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება დაცული. აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ კანონის მიღებას და შევეცდებით რომ წინ აღვუდგეთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებას ემუქრება“, - განაცხადა ავალიშვილმა. მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ისმის და პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემას დააზაიანებს. „არის მოსაზრება რომ ვეტო ხელს შეუშლის იმ პროცესს, რომელიც აუცილებელია ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად“, - განაცხადა ავალიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის განსახილვეად არასამათავრობოების წარმომადგენლებს ხვდება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით შაბათს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)