04:00 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 10:35:48, 633 ნახვა

საზოგადოება
ლგბტ საქართველო: ხელისუფლებამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები არ მოგვცა

ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები,-ამის შესახებ ლგბტ საქართველოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, ისინი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე  შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად  საჭირო ზომების გატარებას  ითხოვდნენ, თუმცა  უშედეგოდ.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს შეკრება ისევ მრგვალ ბაღში ან ჭავჭვაძის გამზირზე; შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა საჯაროდ შეკრების ადგილის სხვა ალტერნატივებიც - პრაქტიკულად, 17 მაისის შეკრების ჩატარება შესაძლებელია თბილისის სხვა ქუჩებში, სკვერებსა თუ ადგილებში, გარდა რუსთაველის გამზირისა. ასევე შემოგვთავაზეს, იგივე შეკრება რუსთაველზე სხვა დროისთვის, 19 მაისისთვის გადაგვედო, რადგან 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი რამდენიმე აქცია, რაც სამართალდამცავების აზრით, 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის რისკებს აჩენს. 
ჩვენი აზრით, ხელისუფლება, მიუხედავად არსებული რისკებისა, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას. საჯაროდ შეკრების თვისუფლება გულისხმობს შეკრების მონაწილეების მხრიდან შეკრების ადგილისა და დროს თავისუფლად შერჩევას, სხვა შემთხვევაში ეს აღარ იქნება შეკრების თავისუფლება და უფლებების დაცვა. 
ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას, მაგრამ უშედეგოდ - ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები“,-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics