17:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 22:02:51, 937 ნახვა

სამართალი
ნაცვლიშვილი: ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა არის ძალიან საშიში

"ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა არის ძალიან საშიში" - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საუბრისას, "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ცვლილება არის ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გაბრაზებით.

“ჩვეულებრივი არაიურისტისთვისაც გასაგებია, რომ ეს ცვლილებები არის მორგებული კონკრეტულ სიტუაციას და არის ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გაბრაზებით. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. სახელმწიფოებრივი მიდგომებია საჭირო მაშინ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. სამწუხაროდ, ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ეს არის ძალიან საშიში რეფორმა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics