|
2016-05-14 19:00:15, 572 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო 17 მაისს, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ აღნისნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, შემობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი. უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7 დღიანი მსვლელობა ხორციელდება ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში. თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 1200 სთ-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ერს. ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა. სასურველია, რომ მრევლმა თან იქონიოს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს კურთხევით გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას. იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში“, - ნათქვამია განცხადებაში. 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. გასულ წელს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. პირველი ასეთი დღე გასული წლის 17 მაისს აღინიშნა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)