15:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:10:21, 598 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველომ რეფერენდუმის მეშვეობით ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება რამდენჯერმე დაადასტურა

„ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვუდასტურებ, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, ის რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში,  ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, ანალიტიკოსებთან შეხვედრისას.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ამომრჩევლის ნებას ასრულებს და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.

„საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია.  განვითარება დამოკიდებულია რეგიონალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ავღანეთში.

საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატოს ჯარებთან", - განაცხადა პრემიერმა და ამ კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „ღირსეული პარტნიორი 2016", რომელიც ქართველი სამხედროების ნატოს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics