|
2016-05-13 17:32:32, 580 ნახვა
საზოგადოება
ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბაზრის წინააღმდეგ შეტევამ ისეთი სახე მიიღო, რომ მასში ცალკეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, სუბიექტებიც ჩაერთნენ, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია. როგორც ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით "ლეიბორისტული პარტია" გამოდის და აღნიშნული სექტორის გაუქმების მოთხოვნით გამოდის. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გტავაზობთ: „ვრცელდება აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაციები და სისტემატურ სახეს იღებს ზოგადად ბიზნესის ამ მიმართულებაზე არაჯანსაღი შეტევა. მუდმივად სახეზეა პროდუქტის არსის აბსოლუტური გაუცნობიერებლობა და შესაძლო ცალკეული გადაცდომების განზოგადების მცდელობა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომელიმე კონკრეტული ლეგალური ბიზნესის აკრძალვის მოთხოვნა ან იმგვარი შეზღუდვების დაწესება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახდეს მისი ოპერირება, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებს და ინვესტიციების მოსაზიდად მტრულ გარემოს ქმნის. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები მოქმედებენ საქართველოში არსებული კანონმდებლობის დაცვით, იხდიან გადასახადებს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია გათვლილია მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ამ გზით საარჩევნოდ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის გულის მოგებაზე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)