16:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 17:16:33, 557 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: მანანა კობახიძეს ბრიჯიტ ბარდო ჯობია

ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა, ვინაიდან, მას არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მიუხადავად იმისა, რომ მანანა კობახიძე „ცუდი“ქალი არ არის, თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანი, თავაზიანი, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის“,- განაცხადა დეპუტატმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, ვიცე-სპიკერს ის "კლასი არ არის", რომელიც უნდა იყოს.

 „ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას - მეჭიაური თუ ბერძენიშვილი. ვინაიდან დასვა, ესეიგი ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა, ის თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევს. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის.  ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე - კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო ჯობია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics