|
2016-05-13 17:03:07, 814 ნახვა
საზოგადოება
ორშაბათს რესტორან „ოტიუმში“ ახალგაზრდა ქალბატონის გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება
16 მაისს, 19:00 საათზე, რესტორან "ოტიუმში", სამი შვილის დედის, 33 წლის ანა ვანიძის სიცოცხლის გადასარჩენად, საქველმოქმედო აუქციონი და ლატარეა გაიმართება. აუქციონს და პრიზების გათამაშებას საქართველოში კანადის საპატიო კონსული, კლიფორდ აიზეკი გაუძღვება. საქველმოქმედო აუქციონთან ერთად, ლატარია გაიმართება. ყველა სტუმარს, რომელიც ბილეთს შეიძენს, შესაძლებლობა ექნება პრიზების გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა. ესაა შესაძლებლობა, დავეხმაროთ ანას და ამავდროულად, გავხდეთ რომელიმე საინტერესო ხელოვანის შემოქმედების ნიმუშისა და სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული საჩუქრის მფლობელი. გარდა ამისა, ყველა სტუმარი, რომელსაც იღბლიანი ბილეთი აღმოაჩნდება, დამატებით, კომპანია iTechnic-გან 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებს. საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერები და სპეციალური პრიზები დამწესებლები არიან: სასტუმროები - „ლოპოტა“, „რუმსი-ყაზბეგი“, „რუმსი -თბილისი“, „ოაზისი ჩაქვი“, „ჩეკპოინტი თბილისი“, „შატო მერე“; კომპანიები - „ბარამბო“, „ზედაზენი“, „ჩაი გურიელი“, „სარაჯიშვილი“, „ლიდერფუდი“; პარფიუმერული მაღაზიები - „ვულე-ვუ“, "ისი-პარი“; საიუველირო მაღაზია „სვაროვსკი“, ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი - „აურა პლუსს“, ესთეტიკური ცენტრი „ვიზუალი“, „სნეპ ფიტნესი“, მაღაზიათა ქსელი: „ადიდასი“, „ნაიკი“, ჯორდანო“, „რიბოკი“, „პუმა“; სუპერმარკეტების ქსელი „ეკონომიქსი“, მაღაზია iTechnic, ფრანგული საკონდიტრო მაღაზია „ბისკვიტი“, რესტორნები - „შარდენი“, "ტერასა 360“, „ხუტაროკი“. საქველმოქმედო ლატარიაში ქეთი მატაბელის, გოგი ცაგარელის, ბადრი ვადაჭკორიას, მაია მიქაშავიძის, გიორგი აბდალაძის, მანანა ჯაფარიძისა და ზურაბ გომელაურის ნამუშევრები გათამაშდება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ლატარიის ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება რესტორან ,,ოტიუმის" ღია ეზოში. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დედის სიცოცხლის გადასარჩენად! მისამართი: რესტორანი "ოტიუმის" ღია ეზო კუს ტბის ასახვევი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)