|
2016-05-13 16:21:33, 1146 ნახვა
მსოფლიო
მამაკაცს, რომელმაც პუტინს კორუფციის შესახებ შესჩივლა,ჩეჩნეთში სახლი დაუწვეს
ჩეჩნეთში სოფელ კენხის მცხოვრების რამაზან ჯალალდინოვის სახლი დაწვეს. მისი სახლი მას შემდეგ დაწვეს, რაც მან პუტინს ჩეჩნეთში კორუფციის შესახებ შესჩივლა, - ამის შესახებ "ნოვაია-გაზეტა" იუწყება. მედიის ინფორმაციით, ჯალალდინოვმა აპრილში რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა ჩაწერა გაავრცელა, რომელშიც ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში კორუფციის შესახებ შესჩივლა. კერძოდ, მამაკაცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ადგილობრივი თანამდებობის პირები სტიქიის შედეგად დაზრალებულ მოსახლეობას კომპენსაციის სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდნენ. როგორც მედია საშუალება წერს, კენხიში ჯალალდინოვის სახლი 12 მაისს, ღამით დაწვეს. ოჯახის წევრების თქმით, ღამით მათთან ნიღბიანი პირები მივიდნენ, რომლებმაც ისინი მანქანაში ჩასვეს და სხვა რაიონში წაიყვანეს, თავად სახლი კი დაწვეს. დაზარალებულების მტკიცებით, თავდამსხმელებმა სოფლის მცხოვრებლებს სახლების დაწვის მუქარით მომხდარის შესახებ საუბარი აუკრძალეს. დაზარალებულის მეზობლები დაშინების შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ ჯალალდინოვი ფსიქიკურად დაავადებულად გამოეყვანათ, მაგრამ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ამაზე უარი განაცხადა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ცნობისთვის, როგორც დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მაოხდინონ, თუკი ჩეჩნეთის მცხოვრების სახლის დაწვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პრესმდივანი კი აცხადებს, რომ მან სოფელ კენხიში მომხდარის შესახებ არაფერი იცის.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)