|
2016-05-13 12:15:45, 538 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდისა და კონსულტაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი ცვლილება განახორციელა, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ბიუროს სატელეფონო კონსულტაციის მსურველი 500-დან 600-მდე მოქალაქეა. დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, შემოსული ზარების ნაწილი უპასუხოდ რჩებოდა, რადგან კონსულტაციას მხოლოდ 3 ოპერატორი გასცემდა. „უპასუხო ზარების თავიდან აცილებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა და განისაზღვრა ბიუროს ცხელი ხაზის პროგრამული უზრუნველყოფის რეორგანიზაცია. ამასთანავე, მოხდაკადრების რაოდენობრივი ზრდა. ბიურომ საკონსულტაციო ჯგუფში 12 კონსულტანტი დაამატა. განხორციელდა ახალი თანამშრომლების გადამზადება სამართლებრივ საკითხებში, ეფექტიან სატელეფონო მომსახურებასა და პრაქტიკული ტრენინგ-კურსები სააღსრულებო წარმოებაში. რეორგანიზაციის ფარგლებში, განხორციელდა ახალი სერვისის დამატებაც: სატელეფონო კონსულტანტები შემოსული ზარების პასუხის გარდა, ახორციელებენ გამავალ ზარებსაც, კერძოდ, სატელეფონო კონსულტანტი უკავშირდება მოქალაქეს (მოვალეს) და ცნობის სახით ატყობინებს, რომ მის მიმართ დაწყებულია წარმოება. აღნიშნულმა ცვლილებამ და მოქალაქეთა დროულმა ინფორმირებამ დავალიანების არსებობის შესახებ, გაზარდა ნებაყოფლობითი გადახდის მაჩვენებელი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება მოქალაქეთა კმაყოფილების მაჩვენებელი, რასაც ადასტურებს კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევები. კვლევის თანახმად,იზრდება კმაყოფილების ინდექსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების კომპეტენციისა და კლიენტებთან მიდგომის კუთხით. მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კმაყოფილების ინდექსი მოვალეებმა 4,1 ქულით, ხოლო კრედიტორებმა 4 ქულით შეაფასეს. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია კლიენტებთან მიდგომის კმაყოფილების ინდექსიც, რომელიც მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კრედიტორებმა 4.1, ხოლო მოვალეებმა 4,4 ქულითშეაფასეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანიაIPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდამომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ. კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელისაქართველოსმასშტაბით 160-მაკრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმადა 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო“, - აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)