|
2016-05-13 09:28:50, 942 ნახვა
რეგიონი
12-16 მაისს აჭარა ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლებს
12-16 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21-კაციან დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურუზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები. მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც მოხდება ქვემო სილეზიის 10 წლის საერთო სტრატეგიისპრეზენტაციის წარდგენა. 13 მაისს ქვემო სილეზიის დელეგაცია სასტუმრო „შერატონში“ ‘Expo Batumi 2016’-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც ბათუმში უკვე მეცხრედ ტარდება და ფართო მასშტაბებს ატარებს რეგიონის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. 15 მაისს დელეგაციის წევრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდება, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები ქობულეთში გაემგზავრებიან და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდებიან. იქვე მოეწყობა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის პრეზენტაციები. დელეგატები აგროსერვის ცენტრს და „ისპანის ჭაობსაც“ დაათვალიერებენ, გაეცნობიან ბათუმის ღირსშესანიშნაობებს. ქვემო სილეზიის დელაგაციის ვიზიტი აჭარაში 16 მაისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)